ოზურგეთი — თვითმმართველი ქალაქი საქართველოში, გურიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ნატანების ნაპირას. ქალაქად გამოცხადდა 1840 წელს. მოსახლეობა 18,7 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ოზურგეთში არის შემოქმედის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ადმინისტრაციული საზღვრები მოცემულია 2014 წლის ივლისიდან.